Saturday, April 23, 2016

პროექტი: მწვანე გათბობა

1.  პროექტის  სახელწოდება: მწვანე გათბობა.
2.  პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:     მოსწავლეებმა მოიძიონ ეკონომიურად იაფი და  ეკოლოგიურად სუფთა   მოწყობილობები და იფიქრონ  როგორ შეიძლება ჩაანაცვლოს მან მაგ. ელ.ენერგია და გაზი.
3.  პროექტის აქტუალობა: ჩვენ უკვე ვდგავართ ენერგეტიკული შიმშილის ზღვარზე  ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს  მზის ენერგიის გამოყენებას.
4.  პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიება, აღრიცხვა, კვლევა, ანალიზი.
5.  მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6.  ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა.
7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო და ვიდეომასალა, სლაიდშოუ.
8.  პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები:ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მზის ბატარეებზე, ფოტოელემენტებზე მოიძიებენ არის თუ არა ქალაქში ასეთი მოწყობილობა დამონტაჟებული, ადგენენ ხარჯთაღრიცხვას და აკეთებენ ანალიზს. შემდეგ მოძიებულ მასალას წარმოადგენენ სლაიდ-შოუსა და პრეზენტაციის სახით.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ფიზიკა,  ბიოლოგია. ფიზ.VIII.9 მსჯელობენ ენერგიასა და სითბურ ენერგიაზე.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დიანა მაისურაძე, ფიზიკის პედაგოგი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dianamaisyradze@gmail.com.
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: